понедельник, 29 сентября 2014 г.

მეცხრე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეცხრე დღე დაეთმო მოსწავლის პრეზენტაციებს, პორტპოლიოს განხილვას. ტრენინგის მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარ- ბევრი რამ ვისწავლე, რაც გამომადგება მოსწავლეებთან მუშაობის დროს. დიდი მადლობა დათოს, ჩვენს ტრენერს.

воскресенье, 28 сентября 2014 г.

მერვე დღის რეფლექსია

ვიმუშავე ფაილებისა და პორტპოლიოს ატვირთვაზე. გავიმეორე ბუკლეტისა და პრეზენტაციის მომზადების დეტალები. ტრენინგი იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. იმედია, მეცხრე დღის დავალებებს თავს გავართმევ.

понедельник, 22 сентября 2014 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეშვიდე დღეს გავეცანი ბუკლეტის ნიმუშებს. მოვიფიქრე თემა ბუკლეტისთვის. ვიმუშავე  პროექტის ირგვლივ. ვნახოთ როგორ გამომივა. ტრენინგი თანდათან უფრო საინტერესო ხდება. 

მოსწავლის პრეზენტაცია

суббота, 20 сентября 2014 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეექვსე დღე იყო ძალიან დატვირთული და საინტერესო. გავარჩიე მოცემული დავალებები და ვიმუშავე მოსწავლეთა პრეზენტაციაზე. გავეცანი  მეოთხე მოდულის საკითხებს, შეფასების რუბრიკების ნიმუშებს. ჩავინიშნე სახლში შესასრულებელი დავალებები. ვეცდები გავაკეთო ისინი, როგორც საჭიროა.

пятница, 12 сентября 2014 г.

მეხუთე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეხუთე დღის თემა გახლდათ-პროექტების შეფასება. გავეცანი სათანადო მასალას. ვიმუშავე შეფასების რუბრიკის შექმნაზე. თემა იყო საინტერესო, რადგან მოსწავლეთა პრეზენტაციის სწორად შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მიღებული ცოდნა ძალიან გამოგვადგება მომავალში სასწავლო პროცესის სწორად წარმართვაში.

понедельник, 8 сентября 2014 г.

მეოთხე დღის რეფლექსია

ტრენინგის მეოთხე დღეს ვიმუშავე საავტორო უფლებებზე. გავეცანი საჭირო და აუცილებელ ინფორმაციას. აღმოჩნდა, რომ არსებობდა ბევრი საკითხი, რომელშიც აუცილებელი იყო გარკვევა და რომლებსაც სხვა დროს ყურადღებას არ ვაქცევდი. აუცილებლად გავითვალისწინებ საავტორო უფლებების საკითხს სკოლაში მუშაობისას.

суббота, 6 сентября 2014 г.

მესამე დღის რეფლექსია

ტრენინგის მესამე დღეს ვიმუშავე მეორე მოდულის  საკითხებზე. გავეცანი ახალ ინფორმაციას და შევასრულე რამდენიმე დამოუკიდებელი სამუშაო. უნდა ვიმუშაო სახლში ეროვნული გეგმიდან ამოღებული სტანდარტის მიხედვით. მართალია, მიჭირს ზოგიერთ საკითხში გარკვევა, მაგრამ მჯერა,რომ ყველაფერი გამომივა.

вторник, 2 сентября 2014 г.

მეორე დღის რეფლექსია

    ტრენინგის მეორე დღეს ვიმუშავე მეორე მოდულის აქტივობების მიხედვით. გავეცანი 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, რომლებიც უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოსწავლეს. ავირჩიე ორი უნარი რომელზეც უნდა ვიმუშაო სახლში. შევქმენი ბლოგი. გამოვაქვეყნე პოსტები. შემიძლია ეს საკითხები გამოვიყენო პრაქტიკულ საქმიანობაში.